Вячеслав Киричок написал душещипательную заметку "Прикол Зеленського..." полностью на украинском языке и без перевода.
Эта злободневная заметка настолько меня душещипнула, что я как грузин по рождению не удержался от встречных соображений:
_______________
სამი მუშკეტერი
1625 წლის აპრილის პირველ ორშაბათს დაბა მენგში, სადაც დაიბადა «ვარდის
რომანის»1 ავტორი, ისეთი მღელვარება იყო, თითქოს მას ჰუგენოტები2 შესეოდნენ, ახლა
იქ აპირებდნენ გამაგრებას და მის მეორე ლაროშელად3 გადაქცევას. მრავალმა მოქალაქემ,
დიდი ქუჩის მხრიდან გამოქცეული ქალები რომ დაინახა და კარაპანებთან ბავშვების
ღრიალი გაიგონა, საჩქაროდ ჩაიცვა ჯავშანი. ვინ მუშკეტით, ვინ ბასრი მახვილით
შეიარაღდა, რომ ამით მაინც გაემაგრებინათ გული. ყველა მიისწრაფოდა «თავისუფალი
მეწისქვილეს» სასტუმროსაკენ, რომლის წინ უამრავი ხალხი მოგროვილიყო და,
ცნობისმოყვარეობით აღსავსე, საშინლად ხმაურობდა.
იმხანად ასეთი აურზაური ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ცალკეულ ქალაქთა
მემატიანენი თითქმის ყოველდღიურად აღნიშნავდნენ მსგავს შემთხვევებს.
წარჩინებული სენიორები ერთმანეთს ემტერებოდნენ, მეფე კარდინალს ებრძოდა,
ესპანელები _ მეფეს. ამ ფარული და აშკარა ბრძოლების გარდა ქვეყანა სავსე იყო
ქურდებით, მათხოვრებით, ჰუგენოტებით, მგლებითა და მსახურებით, რომლებიც
ეომებოდნენ ყველას _ დიდსა და პატარას. მოქალაქე იარაღს არ იშორებდა, რათა
მოეგერიებინა ქურდები, მგლები და მსახურები, ხშირად _ მებატონეები და ჰუგენოტებიც,
ხანდახან თვით მეფეც, ხოლო კარდინალისა და ესპანეთის წინააღმდეგ იგი არასდროს
გამოვიდოდა. ამ ოდითგანვე მომდინარე ჩვეულების მიზეზით იყო, რომ ზემოხსენებულ
1625 წლის აპრილის პირველ ორშაბათს ატეხილი აურზაურის დროს, თუმცა არსად ჩანდა
არც წითელ-ყვითელი ალმები, არც ჰერცოგ რიშელიეს მსახურები, მაინც ყველა
«თავისუფალი მეწისქვილეს» სასტუმროსაკენ გარბოდა.
იქ მისულებმა მაშინვე დაინახეს ამ ალიაქოთის მიზეზი.
ყმაწვილი კაცი... აღვწეროთ მისი პორტრეტი ერთი კალმის მოსმით. წარმოიდგინეთ
დონ კიხოტი, ოღონდ 18 წლისა; დონ კიხოტი მსუბუქად ჩაცმული, უჯავშნოდ და
უმუზარადოდ, დონ კიხოტი ლურჯი შალის ქურთუკით, რომელიც ისე გახუნებულიყო,
რომ რაღაც უცნაური, მომწვანო ცისფერი მიეღო, წარმოიდგინეთ გრძელი და შავგვრემანი
პირისახე; ამოწეული ყვრიმალი _ ცხადი ნიშანი ცბიერებისა; ყბები მეტისმეტად
განვითარებული _ ამ ნიშნით გამოირჩევა გასკონელი, თუნდ ბერეტიც არ ეხუროს, ჩვენს
გმირს კი ეხურა სწორედ ასეთი ბერეტი, რომელიც რაღაც ფრთით დაემშვენებინა. ჰქონდა
ფართო და გონიერი თვალები, კეხიანი, მაგრამ კოხტა და ლამაზი ცხვირი; თავისი ასაკის
პირობაზე მეტად მაღალი იყო, ხოლო ვაჟკაცთან ჩია გამოჩნდებოდა; გამოუცდელი კაცი
ჩვენს გმირს სამოგზაუროდ წამოსულ ფერმერის შვილად ჩათვლიდა, თასმით
ჩამოკიდებული გრძელი ხმალი რომ არ ჰქონოდა, რომელიც სიარულის დროს ფეხებში
ეხლართებოდა, ხოლო ცხენზე ჯდომისას _ ცხენის აბურძგნილ ბალანს ედებოდა.
დიახ, ჩვენს ყმაწვილ კაცს ჰყავდა ცხენი და იმდენად შესანიშნავი, რომ მთელი ქვეყანა
მას შესცქეროდა. წარმოიდგინეთ ბეარნული ცხენი, თორმეტი ან თხუთმეტი წლისა,
ძუაგაცლილი, თურქულიანი ფეხებით; სიარულის დროს თავი მუხლებამდე ჰქონდა
ჩაქინდრული, რაც ზედმეტს ხდიდა სადავის ხმარებას, თუმცა დღეში რვა ლიეს1 გავლას
მაინც ახერხებდა. საუბედუროდ, ამ ბედაურის ღირსებანი იმდენად იყო მიჩქმალული
მისი ფერით და უხეირო სიარულით, რომ იმ დროშიც კი, როდესაც ყველა ცხენის
მცოდნედ ითვლებოდა, ბოჟანსის კარიბჭით მენგში შემოსული ასეთი ცხენის გამოჩენამ
სავალალო შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე და ამის გამო ყველანი ათვალწუნებით
უყურებდნენ მხედარსაც.
ჭაბუკი დ'არტანიანი (ეს გახლდათ გვარი ამ მეორე როსინანტის მხედარ დონ
კიხოტისა) თვითონვე გრძნობდა, რა სასაცილოს ხდიდა ეს ჯაგლაგი, თუმცა თავს კარგ
მხედრად თვლიდა. ამაოდ როდი ოხრავდა, როდესაც ეს ცხენი აჩუქა მამამ; მან კარგად
იცოდა, რომ ეს «რაში», სულ დიდი, ოცი ლივრი თუ ეღირებოდა, მაგრამ მამის ის
სიტყვები, ამ საჩუქარს რომ დაჰყვნენ თან, დაუფასებელნი იყვნენ.
_ შვილო ჩემო, _ უთხრა გასკონელმა აზნაურმა იმ წმინდა ბეარნული კილოთი,
რომელიც მთელ სიცოცხლეში ვერ მოიშორა ჰენრიხ მეოთხემ,3 _ შვილო ჩემო, ეს ცხენი
მამათქვენის თავლაში იშვა ამ ცამეტიოდე წლის წინათ; მას აქეთ ის ჩვენ სახლშია და
ამიტომ უნდა გიყვარდეთ და აფასებდეთ. არამც და არამც არ გაყიდოთ: დაე, მშვიდად,
პატიოსნად მოკვდეს თავისი სიბერით. თუ ამ ცხენით მოგიხდათ სალაშქროდ წასვლა, ისე
მოუარეთ და გაუფრთხილდით, როგორც ერთგულ მოხუცებულ მსახურს. ვინიცობაა
ბედმა გაგიღიმათ და დიდებულებთან ერთად სასახლეში მოხვდით, _ განაგრძო მამამ, _
რის სრულ უფლებასაც გაძლევთ თქვენი ძველი დიდებული გვარიშვილობა,
ღირსეულად ასახელეთ გვარი აზნაურისა, რომელსაც მთელი ხუთასი წლის
განმავლობაში სახელოვნად ატარებდნენ თქვენი წინაპრები. მუდამ უმწიკვლო,
პატიოსნებით აღსავსე იყავით. კარდინალისა და მეფის გარდა არავის არაფერი დაუთმოთ.
კარგად დაიხსომეთ, რომ ვაჟკაცობით, მხოლოდ ვაჟკაცობით იკაფავს გზას დღეს
აზნაური, და თუ ვინმე ერთი წუთით მაინც შედრკება, შეიძლება სწორედ იმ წუთს
დაკარგოს მან ბედნიერი შემთხვევა, რომელსაც კეთილი ბედი ანიჭებდა. თქვენ
ახალგაზრდა ხართ და მამაცი უნდა იყოთ, ამას გავალებთ ორი გარემოება: ჯერ ერთი _
რომ გასკონელი ხართ, და მეორეც ის, რომ შვილი ხართ ჩემი. არ შეუშინდეთ არანაირ
შემთხვევითობას. და ეძიეთ ფათერაკები. ხმლის ხმარება კარგად გასწავლეთ; მუხლი
რკინისა გაქვთ და მუშტი ფოლადისა. უნდა იბრძოლოთ, სადაც კი მოგიხდებათ; უნდა
იბრძოლოთ მით უფრო, რომ დუელი აკრძალულია და, მაშასადამე, ერთიორად მამაცი
ისაა, ვინც ამას არ შეუშინდება.
- შვილო ჩემო, მე შემიძლია გაგატანოთ მხოლოდ თხუთმეტი ეკიუ, ჩემი ცხენი და ის
დარიგება, რომელიც ახლა მოისმინეთ. დედათქვენი ჩემს საჩუქარს დაუმატებს რაღაც
მალამოს რეცეპტს, რომელიც მას ერთმა ბოშა დედაკაცმა მისცა. ეს მალამო სას-
წაულმოქმედია და ჰკურნავს ყოველგვარ ჭრილობას, გარდა გულისა. გამოიყენეთ
ყველაფერი ეს, იცხოვრეთ ბედნიერად და ხანგრძლივად... აი კიდევ რა უნდა გითხრათ:
როდი მინდა ჩემგან აიღოთ მაგალითი, ვინაიდან მე ჩემს დღეში არ ვყოფილვარ
სასახლეში და მხოლოდ სარწმუნოებისათვის ომების დროს მოხალისედ მომიხდა ყოფნა.
მე მინდა გითხრათ ბატონ დე ტრევილზე, რომელიც ოდესღაც ჩემი მეზობელი იყო და
ბავშვობისას ჰქონდა ბედნიერება ეთამაშა ჩვენს მეფე ლუდოვიკო მეცამეტესთან, -
ღმერთმა ადღეგრძელოს იგი! ხანდახან თამაში ჩხუბად გადაიქცეოდა ხოლმე და ამ
ჩხუბიდან ყოველთვის მეფე როდი გამოდიოდა გამარჯვებული. ბატონ დე
ტრევილისაგან მიღებულმა მუშტებმა მეფეს დიდი პატივისცემა და მეგობრული
გრძნობები აღუძრა ამ აზნაურისადმი. შემდეგ ბატონ დე ტრევილს პარიზში პირველი
მოგზაურობისას ხუთჯერ მოუხდა დუელში ბრძოლა; განსვენებული მეფის
გარდაცვალების დღიდან ახალგაზრდა მეფის სრულწლოვანებამდე _ კიდევ შვიდჯერ,
თუ არ ჩავთვლით ომებსა და გარემოებებს; სრულწლოვანებიდან დღემდე კი _ ასჯერ! აი,
ამიტომ დუელის ასაკრძალავად გამოსული მრავალი ბრძანების და დადგენილების
მიუხედავად, დე ტრევილი მუშკეტერების კაპიტანია, ესე იგი, უფროსია გმირთა
ლეგიონისა, რომელსაც დიდად აფასებს მეფე-ბატონი და თვით კარდინალსაც ეშინია
მისი. რიშელიეს კი, როგორც ყველასთვის ცნობილია, ბევრის შიში როდი აქვს. ამას გარდა,
ბატონი დე ტრევილი ათი ათას ეკიუს იღებს წელიწადში და, მაშასადამე, დიდი და
ძლიერი მებატონეა. მანაც თქვენსავით დაიწყო. მიდით მასთან ამ წერილით, აიღეთ მისგან
მაგალითი, რათა თქვენც ისეთივე დიდებული გახდეთ...
______________________
Заранее приношу всем свои спасибы за вдумчивое понимание!
=======================================================================
По требованию правил и для легализации заметки спустя сутки опосля публикации привожу перевод заметки:
ТРИ МУШКЕТЕРА
Глава 1. ТРИ ДАРА Г-НА Д'АРТАНЬЯНА-ОТЦА
В первый понедельник апреля 1625 года все население городка Мента, где некогда родился автор «Романа о розе», казалось взволнованным так, словно гугеноты собирались превратить его во вторую Ла-Рошель. Некоторые из горожан при виде женщин, бегущих в сторону Главной улицы, и слыша крики детей, доносившиеся с порога домов, торопливо надевали доспехи, вооружались кто мушкетом, кто бердышом, чтобы придать себе более мужественный вид, и устремлялись к гостинице «Вольный мельник», перед которой собиралась густая и шумная толпа любопытных, увеличивавшаяся с каждой минутой.
В те времена такие волнения были явлением обычным, и редкий день тот или иной город не мог занести в свои летописи подобное событие. Знатные господа сражались друг с другом; король воевал с кардиналом; испанцы вели войну с королем. Но, кроме этой борьбы — то тайной, то явной, то скрытой, то открытой, — были еще и воры, и нищие, и гугеноты, бродяги и слуги, воевавшие со всеми. Горожане вооружались против воров, против бродяг, против
| Помогли сайту Реклама Праздники 3 Декабря 2024День юриста 4 Декабря 2024День информатики 8 Декабря 2024День образования российского казначейства 9 Декабря 2024День героев Отечества Все праздники |